ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2021 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18 საათამდე.
გაითვალისწინეთ, რომ შერჩევის კრიტერიუმები განახლებულია!
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია იგზავნება ელ. ფოსტაზე: tsu.psychology@tsu.ge
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
- პირადობის მოწმობის ასლი - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
- საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან) - ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი) (დასკანირებული ან ფოტოსურათი);
- 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2021 წლის 01თებერვლიდან 2021 წლის 09აგვისტოს ჩათვლით) პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/ პუბლიკაცია/ სხვ).
დუბლირების თავიდან ასაცილებლად 2021 წლის 01 თებერვლიდან 07 მარტამდე წინა სემესტრში უკვე წარმოდგენილი პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ხელმეორედ არ მიიღება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!
დოკუმეტაციაში გარკვევით უნდა ჩანდეს კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი (დასკანირებული ან ფოტოსურათი, „სქრინები“ არ მიიღება).
თქვენს მიერ წარმოდგენილი საბუთების განხილვის შემდეგ დასტურის წერილთან ერთად ელ.ფოსტით მიიღებთ:
- 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ამონაწერს სასწავლო ბარათიდან.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: 2021 წლის 8 დეკემბერი.
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუ-ს მეილიდან!
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
გისურვებთ წარმატებებს!
მარეგულირებელი დოკუმენტები: